საგამოცდო ცენტრი

 

ხშირად დასმული კითხვები:

რა პროცედურები უნდა გავიარო გამოცდაზე შესვლამდე?
  • გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო დროის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.  
როგორია გამოცდების ჩატარების პროცედურები?
  • რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სტუდენტებს გირიგდებათ საგამოცდო საკითხები/ტესტები დადამკვირვებელი გაცნობთ გამოცდაზე ქცევის წესებს.
  • საგამოცდო დრო განისაზღვრება სასწავლო კურსის სილაბუსის მიხედვით.
  • საგამოცდო დროის დაწყებიდან დაგვიანებული სტუდენტი გამოცდაზე დაიშვება 10 წუთის განმავლობაში. ეს დრო არ დაგემატებათ საგამოცდო დროზე.
 რა უფლება-მოვალეობები აქვს დამკვირვებელს?
  • დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდის დაწყებამდე გაგაცნოთ სტუდენტებს გამოცდაზე ქცევის წესები. მან თვალყური უნდა ადევნოს საგამოცდო დროის პერიოდში გამოცდის მიმდინარეობას და დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
  • დამკვირვებელს უფლება აქვს, გამოცდის დაწყებამდე უზრუნველყოს ტელეფონების, ელექტრო- ხელსაწყოების, წიგნების, კონსპექტების და სხვა მასალების ჩამორთმევა, გარდა საგამოცდო საკითხებით დაშვებულისა. ამასთან, გამოცდის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა ჩამოგართვათ შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები.
  • დამკვირვებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნამუშევრების კონფიდენციალობის დაცვა.
  • დამვკირვებელი ვალდებულია, საგამოცდო დროის ამოწურვამდე 10 წუთით ადრე გაგართხილოთ სტუდენტები საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ. ამასთანგამოცდისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ ნამუშევრები გადასცეს საგამოცდო ცენტრს.
  • სტუდენტები ვალდებულნი ხართ საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე დროულად ჩააბაროთ ნამუშევარი. ამასთან, ვალდებული ხართ დაემორჩილოთ საგამოცდო პროცესის დამკვირვებლის მითითებებს და გადაწყვეტილებას, თუნდაც თქვენი გამოცდიდან მოხსნის შესახებ.
 
რისი შეტანის უფლება მაქვს/არ მაქვს გამოცდაზე?
  • უფლება აქვთ შეიტანოთ ან მოითხოვოთ საგამოცდო ბილეთით/ტესტით დადგენილი დამხმარე მასალა (კალკულატორი, კოდექსი, ტაბულა, რუკა და .). ასევე, საგამოცდო ოთახში შეიტანოთ სასმელი წყალი.
  • გამოცდის მიმდინარეობისისას უნდა გამორთოთ ნებისმიერი ელექტრონული საშუალება (მობილური ტელეფონი, ფოტო და ვიდეო კამერები და სხვა) და მოათავსოთ მისთვის გამოყოფილ ადგილას.
 
როდის შემიძლია გავასაჩივრო გამოცდის შედეგები?

გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან ორი დღის ვადაში.

 
რის საფუძველზე შეიძლება მომხსნან გამოცდიდან?
  • ლექსიკონის, . . შპარგალკის, მობილური ტელეფონის, აიპადის, კალკულატორის  და დამხმარე მასალის, (გარდა ნებადართული შემთხვევისა) ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში).
  • წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
  • სხვა პირის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის შემთხვევაში.
  • ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას სტუდენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას სტუდენტი.
რა შემთხვევაში არ გასწორდება ჩემი ნაშრომი?
  • თუ საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტსთ მუშაობას და არ ჩააბარებთ ნაშრომს.
  • თუ ნაშრომში დააწერთ სახელს, გვარს (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ფურცლისა) ან გააკეთებთ  პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის საგამოცდო დავალებასთან.
  • თუ შესაბამისი დარღვევების გამო, მოგხსნეს გამოცდიდან.

 

საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების წესი

გააზიარე გვერდი:

Hello World!