საერთაშორისო ურთიერთობები

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პასუხისმგებელია სწავლა-სწავლების პროცესის, ექსტრაკურიკულარული აქტივობებისა და კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციაზე.

ოფისის თანამშრომლები მუშაობენ (1) მულტიკულტურული სასწავლო გარემოს შესაქმნელად უცხოელი აკადემიური პერსონალის რეკრუტირების ხელშეწყობის ან სტუდენტებისა და პერსონალის შემომავალი და გამავალი საერთაშორისო მობილობის ორგანიზების გზით; (2) სტუდენტებისა და პერსონალის აკადემიურ და/ან პროფესიულ განვითარების ხელშესაწყობად, საერთაშორისო პროექტებში და საგანმანათლებლო აქტივობებში მათი ჩართულობის გზით; (3) ევროპის უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საზოგადოებებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, უცხოურ უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო ასოციაციების პარტნიორობის დამყარებით გზით. გარდა ამისა, სამსახური უწევს საინფორმაციო, ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო დახმარებას ევროპის უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულს საერთაშორისო ხასიათის სამუშაოს განხორციელებისას.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მუშაობა რეგულირდება დოკუმენტით - „ევროპის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და მისი განხორციელების და შეფასების მექანიზმები“, ხოლო გაცვლითი პროგრამები ტარდება „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ მიხედვით.


თინათინ ზაალიშვილი - საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერასმუს მობილობის მენეჯერი

ნინო კანდელაკი - საერთაშორისო პროექტებისა და ბილატერალური მობილობის მენეჯერი

გააზიარე გვერდი:

Hello World!