საერთაშორისო პროექტები

მიმდინარე პროექტები


I

ერაზმუს+ ჟან მონეს მოდულის ევროკავშირის გაფართოება: წარსულის გაკვეთილები სამომავლო გადაწყვეტილებებისთვის(EnlargEU, 101127859) მთავარი მიზანია ქართველი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა აკადემიკოსების ცნობიერების ამაღლება  ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი პერსპექტივებიდან, სწავლების, დისკუსიებისა და პრაქტიკული სემინარების მეშვეობით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გათვალისწინებულია სხვადასხვა  საგანმანათლებლო აქტივობა, მათ შორის სამი საზაფხულო სკოლის ორგანიზება და სასწავლო კურსის, „ევროკავშირის გაფართოების ისტორია“, განხორციელება, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაში ინტეგრირდება. პროექტი  ევროკომისიის თანადაფინანსებით სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მისი მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.


II

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში” (HEAL, 101129331) ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის Strand 1 ლოტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება და მას თანამშრომლობას უწევს სამი საერთაშორისო და სამი ადგილობრივი პარტნიორი უნივერსიტეტი: სამედიცინო მეცნიერებათა პოზნანის უნივერსიტეტი (პოლონეთი), სტამბულის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი), სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო). პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს უსდ-ებში სტომატოლოგიის სასწავლო პროგრამის კურიკულუმის განახლება ახალი/მოდერნიზებული სასწავლო კურსების მეშვეობით და საქართველოში ექიმ-სტომატოლოგებისთვის LLL ტრენინგ კურსების შემუშავება და შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს მომავალი და არსებული ექიმი-სტომატოლოგების უნარების განვითარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გაუმჯობესებული სტომატოლოგიური მომსახურებისთვის.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს.


III

ნელი ტურიზმის მენეჯმენტის EMDM პროექტის (STM; ERASMUS-EDU-2022-EMJM-DESIGN,101081943) მთავარი მიზანია სამაგისტრო დონეზე ინტეგრირებული ტრანსნაციონალური სასწავლო პროგრამის შემუშავება. პროექტის საერთაშორისო კონსორციუმი მოიცავს 6 ქვეყნის 7 უნივერსიტეტს. უშუალოდ სასწავლო პროგრამის განხორციელება სემესტრულად მოხდება სამ უნივერსიტეტში, რომელთაგანაც ერთი ევროპის უნივერსიტეტია, დანარჩენი ორი კი თავად პროექტის ხელმძღვანელი, ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტის (პოლონეთი) და პანონიის უნივერსიტეტი (უნგრეთი). დანარჩენი 4 უნივერსიტეტი კი პროექტში ჩართულია, როგორც აკადემიური ასოცირებული პარტნიორი (იიჰლავას პოლიტექნიკური კოლეჯი, VSPJ - ჩეხეთი; ალანიის უნივერსიტეტი, HEP - თურქეთი; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, BSU – საქართველო; ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი, BEU – აზერბაიჯანი) და ისინი უზრუნველყოფენ პროგრამის ინტერნაციონალიზაციის ისეთ აქტივობებს, როგორიცაა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა, სტაჟირების ადგილების შეთავაზება, საზაფხულო სკოლების და სასწავლო ტურების ორგანიზება და სხვა.  

 პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს.


IV

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით (VETPRO, ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება. პროექტი საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად. მის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენს: (1) ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; (2) ვეტერინარიის სფეროში უწყვეტი განათლების მხარდაჭერა ღია წვდომის ონლაინ კურსების შეთავაზებით; (3) სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებით. აღნიშნული ამოცანების მისაღწევად, პროექტი VETPRO ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, ლაბორატორიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და სხვა.

პროექტი საერთაშორისო ხასიათისაა და ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით გულისხმობს როგორც საზღვარგარეთის, ისე ადგილობრივი უნივერსიტეტების თანამშრომლობას. კერძოდ, კონსორციუმი შედგება 3 ქვეყნის 5 უნივერსიტეტისგან. ესენია: ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო); შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო); ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ესტონეთი); ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ლატვია).

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს.


V

InnovaVet: ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია (პროექტის ნომერი MES-CIF-2-37), რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და გაძლიერება და, ამ გზით, შრომის ბაზრისთვის ახალი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის მომზადება და შეთავაზება, რაც განაპირობებს სახელმწიფოში ვეტერინარიის დარგის განვითარების ხელშეწყობას.


დასრულებული პროექტები:


I

2022 წლის 1 ივნისს წარმატებით დასრულებულ პროექტს, სახელწოდებით „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა ქართულ სკოლებში”, მოკლედ EU-GS, (620893-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-PROJECT) ჰქონდა ამბიციური მიზანი, დახმარებოდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე ქვეყნის საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით.

EU-GS კვლევითი ჯგუფის მიერ სამაგიდო და საველე კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი შესაბამისი რეკომენდაციებით, რომელთა საფუძველზეც პროექტის ანალიტიკურმა გუნდმა შემდგომ შექმნა მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის განკუთვნილი ტრენინგ სახელმძღვანელო. 

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანი გახლდათ საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის გზაზე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით განათლების ექსპერტების, სკოლის დირექტორების, განათლების სამინისტროსა და სხვა რელევანტურ ადგილობრივ თუ საერთაშორისო აქტორთა შორის კრიტიკული განსჯის წახალისება, ისევე როგორც რეკომენდაციების გაცემა. რაც შეეხება სასწავლო სახელმძღვანელოს, ის მიზნად ისახავდა საქართველოს საშუალო სკოლებში სწავლა–სწავლების პროცესთან მიმართებით ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებზე დისკუსიისა და პრაქტიკული მუშაობის სტიმულირებას, რაც პროექტის ფარგლებშივე უზრუნველყოფილ იქნა დირექტორ-მასწავლებლებისთვის გამართული ტრენინგებისა და მოსწავლეებისთვის ჩატარებული ონლაინ სემინარების სახით.

ზემოაღნიშნულის გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შედეგების გავრცელებასა თუ საჯარო ჩართულობაზე ორიენტირებული მრავალრიცხოვანი აქტივობებით პროექტმა უზრუნველყო ევროკავშირის ხილვადობა, როგორც აქტორის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სკოლებში დემოკრატიული ღირებულებებისა თუ მაღალი [ევროპული] სტანდარტების განვითარებასა და საერთო პროგრესს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს.


II

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს მოდულის – „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) მიზანი გახლდათ საქართველოს სტუდენტებში, მოსწავლეებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება და დისკუსიის წახალისება. მოდული სამი ძირითადი აქტივობათა ჯგუფისგან შედგებოდა.

  •  ზამთრის სკოლის ჩატარება

პროექტის ფარგლებში ჯამში სამი ზამთრის სკოლა ჩატარდა. ზამთრის სკოლის მონაწილეებმა ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებისგან ინტერაქციულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხების, საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკისა და ევროპეიზაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ. სალექციო პროცესში ჩაერთვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების  მაღალი რანგის ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და დარგის გამორჩეული პრაქტიკოსი სპეციალისტები.

  •  კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნება

მოდულის აკადემიურმა გუნდმა მოამზადა და გამოაქვეყნა კვლევა შემდეგი საკვლევი კითხვითრატომ და როგორ არის ევროპეიზაცია საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტიევროპის უნივერსიტეტმა აღნიშნული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გამართა საჯარო პრეზენტაცია.

  •  საჯარო დისკუსიების გამართვა

ევროპის უნივერსიტეტმა გამართა საჯარო დისკუსიები სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით. 2021 წლის დისკუსიები დაეთმო ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ასპექტებს, 2022 წელს – სექტორულ ნაწილებს, ხოლო 2023-ში კი საქართველოს საგარეო და რეგიონულ პოლიტიკასა და ურთიერთობებს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს.

პროექტის სამუშაო დოკუმენტები:

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!