საერთაშორისო წარმომადგენლობა

აკრედიტაცია და აღიარება
  •  საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აღიარებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

აკრედიტაცია წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საქმანობის, პროგრამებისა და სამსახურების ხარისხის შეფასებისა და დადასტურების მნიშვნელოვან პროცესს, მათი განვითარების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით.   

სამედიცინო  დისციპლინებში განხორციელებული სწავლა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაციის სააგენტო ახორციელებს სამედიცინო, სტომატოლოგიურ, ფარმაცევტულ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების,   ფაკულტეტებისა დაპროგრამების შეფასებას და აკრედიტაციას.

როგორც ბოლონიის პროცესის აქტიური მონაწილე და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის აფილირებული წევრი (ENQA), განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სასწავლო დაწესებულებებისა და პროგრამების ENQA –ს ტანდარტებთან შესაბამისობას. NCFEQE- ის მიერ აკრედიტირებული ყველა პროგრამა აღიარებულია ბოლონიის პროცესის 48 წევრ ქვეყანაში, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდი (FAIMER)

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აღიარებულია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის (FAIMER) მიერ და შედის მსოფლიო სამედიცინო სასწავლებლების კატალოგში.

მსოფლიო სამედიცინო სასწავლებლების კატალოგი წარმოადგენს მსოფლიოში არსებული, ყველა სამედიცინო სასწავლებლის შესახებ ზუსტი, უახლესი და ყოვლისმომცველი ინფორმაცის მქონე ჩამონათვალს.  სამედიცინო სასწავლებლების მსოფლიო კატალოგი შემუშავებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის (FAIMER) პარტნიორობით. მსოფლიო კატალოგი წარმოადგენს ამომწურავი ინფორმაციის მქონე კრებულს, რომელსაც მანამდე მოიცავდა IMED და Avicenna –ს კატალოგები.

  • ინდოეთის სამედიცინო საბჭო

ინდოეთის სამედიცინო საბჭო უმაღლესი იურიდიული ორგანოა, რომელიც არეგულირებს სამედიცინო კოლეჯების, ასოციაციების, ახალი კოლეჯებისა და ექიმების რეგისტრაციის საკითხებს ინდოეთში. იგი, აგრეთვე, წარმოადგენს ქვეყნის  უმაღლეს სახელისუფლებო ორგანოს, რომელიც აღიარებს ინდოეთის მოქალაქეების მიერ, სხვა ქვეყანაში მოპოვებულ დიპლომებს.

 ევროპის უნივერსიტეტი აღიარებულია ინდოეთის სამედიცინო საბჭოს მიერ 2016 წლიდან. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

  • თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭო

უმაღლესი განათლების სისტემას თურქეთში ზედამხედველობას უწევს უმაღლესი განათლების საბჭო (CoHE). უმაღლესი განათლების საბჭო (CoHE) არის ავტონომიური ინსტიტუტი, რომელიც თურქეთის კონსტიტუციისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად, პასუხისმგებელია  თურქეთში, უმაღლესი განათლების სისტემის დაგეგმვასთან, კოორდინაციასა და მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აღიარებულია თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს მიერ. აღიარება არის უცხოური განათლების კვალიფიკაციის ღირებულებების მატარებელი, კომპეტენტური უწყების ოფიციალური ცნობა დასაქმებისა და/ან საგანმანათლებლო საქმიანობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

  • სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია (AMEE)

ევროპის უნივერსიტეტი არის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი. აღნიშნული ასოციაცია გახლავთ მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს 90 წევრ ქვეყანას ხუთკონტინენტიდან.

AMEE ხელს უწყობს ჯანდაცვის სფეროში მიღებული ბაკალავრიატის, სამაგისტრო და შემდგომი განათლების საერთაშორისო დონის შენარჩუნებას.  მედიცინის მიღწევების, სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში განხორციელებული ცვლილებებისა და პაციენტთა მოთხოვნების, ისევე როგორც განათლების სფეროში არსებული ახლებური ხედვებისა და მეთოდების გათვალისწინებით, AMEE, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს პედაგოგებსა და ინსტიტუტებს მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაში , აგრეთვე მათ  მიერ ახალი მიდგომების შემუშავებას სასწავლო პროგრამების დაგეგმვაში, სწავლა–სწავლების და შეფასების მეთოდებში, აგრეთვე საგანმანათლებლო მენეჯმენტში.

 

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!