სარეკომენდაციო წერილის ფორმა

ჯეინ ევანს

123 მთავარი ქუჩა, ენითაუნი, კალიფორნია 12345 · 555-555-5555 · jane.evans@email.com

სექტებერი 1, 2018

კოლეჯის სტიპენდიანტთა პროგრამა

ტენესის უნივერსიტეტი
123 Business Rd.
Business City, NY 54321

მათ ვისაც შეიძლება ეხებოდეს :

უდიდესი  ენთუზიაზმით ვუწევ რეკომენდაციას ჯო ბლუმს რათა იგი ჩაერთოს ტენესის უნივერსიტეტის კოლეჯის სტიპენდიანტთა პროგრამაში.

მე გახლდით ჯოს ინსტრუქტორი ოთხი წლის განმავლობაში მორსტინუნ-ჰამბლენის საშუალო სკოლაში და ინგლისური ენის გაძლიერებულ ჯგუფში. კლასში ჯო გამოირჩიეოდა კრეატიულობით, გონებამახვილობით და ანალიტიკური აზროვნებით, რაც საკმაოდ იშვიათია საშუალო სკოლის მოსწავლეებში.

მისი წერისა და კვლევის უნარები მართლაც ფენომენალურია - მისი მთავარი პროექტისთვის, ინგლისური ენის გაძლიერებულ ჯგუფში, მან წარმოადგინა შესანიშნავი კვლევა და დაწერა ედგარ ალან პოს ნამუშევრების  ვიზუალური გამოსახულების შესახებ. მისი ინტელექტის მრავალფეროვნება იმდენად ფართოა, რომ მისთვის მოსაბეზრებელი იქნებოდა ლიბერალური ხელოვნების პირველ ან თუნდაც მეორე კურსზე ყოფნა.  იგი მზად არის, მიიღოს და შესანიშნავადაც გაართვას თავი მაღალი საფეხურის სწავლებას. თვითმოტივირებულია შეიმუშაოს და შეასრულოს სწავლის დამოუკიდებელი  კურსი.

ჯოს ძლიერ აკადემიურ მხარეებს ავსებს მისი გამომხატველი ლიდერობის უნარ-ჩვევები - ის იყო ჩვენი ბენდის მთავარი დრამერი ორი წლის განმავლობაში, ასევე გახლდათ მოსწავლეთა საბჭოს ვიცე პრეზიდენტი და ჩვენი სკოლის ყოველწლიური წიგნის  რედაქტორი. იგი ასევე ძალიან აქტიურადაა ჩართული თავის საეკლესიო ცხოვრებაში და სიერას სტუდენტურ კოალიციაში.

გთხოვთ შემატყობინოთ, თუ საჭირო გახდება ჩემგან რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება კოლეჯის სტიპენდიანტების პროგრამაზე ჯოს კანდიდატურის გასამყარებლად. მას აქვს ძალიან განსაკუთრებული ნაპერწკალი, და მე მჯერა, რომ ის ბევრს მიაღწევს ჩვენ სამყაროს გაუმჯობესების საქმეში.

 

პატივისცემით,

ჯეინ ევანსი

 

ჯონ სმიტი

123 მთავარი ქუჩა, ენითაუნი, კალიფორნია 12345 · 555-555-5555 · john.smith@email.com

სექტემბერი 1, 2018

ZBS საზოგადოებრივი საავადმყოფო
123 Business Rd.
Business City, NY 54321

 

მათ ვისაც შეიძლება ეხებოდეს :

კეტლინ დოე ოთხი წლის განმავლობაში მოხალისედ იმყოფებოდა ZBD- საზოგადოებრივი საავადმყოფოს ქალთა ჯანმრთელობის განყოფილებაში, სადაც უფროსი მედდა გახლავართ. ამ ხნის განმავლობაში, ის იყო საიმედო მოხალისე, რომელსაც არასდროს გაუცდენია ცვლა..

ქეთინი საავადმყოფოს მონაპოვარი იყო. იგი ყოველთვის მხიარული იყო და მზად იყო დაეხმარება გაეწია  ნებისმიერი დროს. გარდა ამისა, კეთლინი მოტივირებული და დაინტერესებული იყო სწავლით. ამ მიზნით, ის ხშირად თან ახლდა ჩვენ სამეთვალყურეო ბრიგადებს ჩამოვლის დროს, რათა უფრო მეტი სცოდნოდა თითოეული პაციენტის მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ.

ოჯახური მიზეზების გამო ქეთლინი სამსახურეობრივ ადგილმდებარეობას იცვლის და ვწუხვარ, რომ მასთან ერთად მუშაობის ბედნიერება აღარ გვექნება. ის ძალიან მოგვენატრება.

მის კანდიდატურას ყოველთვის უმაღალ რეკომენდაციას გავუწევ ნებისმიერ მომავალ დამსაქმებელთან ან მოხალისე ორგანიზაციასთან.

 

პატივისცემით,

ჯონ სმიტი.

გააზიარე გვერდი: