მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია

ევროპის უნივერსიტეტი არის ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა:

  • სტუდენტზე ორიენტირებული, ხარისხიანი უმაღლესი განათლების შეთავაზება;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო დასაქმების ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;
  • სამეცნიერო/კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარება;
  • საქართველოში ცოდნის საზოგადოებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებაში აქტიური მონაწილეობა და საკუთარი წვლილის შეტანა;
  • კრიტიკული აზროვნების, ინოვაციური და აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებით, ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თვითრეალიზებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა;
  • სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საზოგადოების განვითარებაზე ზრუნვა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების უზრუნველყოფა, ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა.
ხედვა

2025 წლისათვის ევროპის უნივერსიტეტი არის ღია აკადემიური სივრცე, რომელიც ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ და ადაპტირებულ სასწავლო, სამეცნიერო და სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად ინარჩუნებს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას, აგრეთვე ინტერნაციონალიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ახალისებს აკადემიურ და სტუდენტურ მობილობას. რისთვისაც:

  • სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტი ხელს უწყობს დაინტერესებულ პირთა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლებას, ჩართულია საზოგადოების განვითარებაზე მიმართულ საქმიანობებში, მუდმივად ზრუნავს საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტს გარეთა საზოგადოების კეთილდღეობაზე;
  • უნივერსიტეტს გააჩნია ფართო სპექტრის აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამები და უწყვეტად ავითარებს მათ;
  • უნივერსიტეტში სწავლობენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო უნარები და საკმარისი მოტივაცია;
  • უნივერსიტეტს აქვს და წარმატებით ახორციელებს სტუდენტთა კონტინგენტის ეფექტურ სელექციას: სტუდენტების მოზიდვა ძირითადად ხორციელდება მიზანმიმართული პროექტებითა და პირდაპირი კომუნიკაციით, უნივერსიტეტის ბრენდის განვითარებასა და რეპუტაციის ამაღლებაზე უწყვეტი მუშაობითა და საიმედო პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე;
  • უნივერსიტეტი გამოირჩევა ინოვაციური/თანამედროვე ცოდნისა და სწავლების მეთოდებით და გამართული ხარისხის კონტროლის სისტემით;
  • ხელს უწყობს კვლევით-სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებასა და ინტერნაციონალიზაციას;
  • სარგებლობს კარგი რეპუტაციითა და სანდო ბრენდით.
ღირებულებები
  • ხარისხზე ორიენტირება - სწავლა/სწავლების, სამეცნიერო და უნივერსიტეტის მმართველობითი საქმიანობის განხორციელებისას, აგრეთვე, საუნივერსიტეტო სერვისების მიწოდებისას მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
  • მიზანსწრაფვა - ევროპის უნივერსიტეტი მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ისწრაფვის საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად.
  • ორიენტაცია  მუდმივ  განვითარებაზე  -  უნივერსიტეტი  ხელს შეუწყობს  საუნივერსიტეტო საზოგადოების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. არსებული ალტერნატივებიდან ხდება ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება.
  • გუნდურობა  -  უნივერსიტეტისთვის  პრიორიტეტია,  რომ  ყველა დაინტერესებული  მხარე ორიენტირებული  იყოს  საერთო  მიზნის  მიღწევაზე  და  თანაბრად  გაიზიაროს უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ძირითადი მიზნები, ხედვები და ფასეულობები. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ყველა პროცესში, თავისი კომპეტენციის, ინტერესისა და   უფლება-მოვალეობის   შესაბამისად,   ჩართული იყოს უნივერსიტეტის   პერსონალი, სტუდენტები, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
  • გამჭვირვალობა - უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესთან მიმართებით, ორგანიზაცია იყენებს ღია და საჯარო მიდგომებს, რომელიც აისახება შესაბამის წესებში, პროცედურებსა და გადაწყვეტილებებში.
  • სამართლიანობა - ევროპის უნივერსიტეტში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, ეყრდნობა სამართლიან არგუმენტებს და გადაწყვეტილების მიღების ობიექტურ კრიტერიუმებს.
  • თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები - უნივერსიტეტი ორიენტირებულია კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაზე, რისთვისაც ავითარებს ისეთ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელშიც საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრი თავს გრძნობს სოციუმის სრულუფლებიან წარმომადგენლად, მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნისა.
  • მაღალი აკადემიური კულტურა - უნივერსიტეტი მიესალმება და ყოველმხრივ ხელს უწყობს საუნივერსიტეტო გარემოში აკადემიური ეთიკის პრინციპების, კოლეგებს შორის ურთიერთპატივისცემის, მხარდაჭერისა  და  კოლეგიალური  ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
  • აკადემიური თავისუფლება - აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა უფლება, დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება, სამეცნიერო კვლევა და სწავლა.
  • სოციალური პასუხიმგებლობა - უნივერსიტეტი ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის   საჭიროებებს,   სტუდენტებისა   და   თანამშრომლების   აქტიური   ჩართულობით, წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
  • თანამშრომლობა  გარე  აქტორებთან  -  უნივერსიტეტი  ღიაა  თანამშრომლობისთვის  ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ავითარებს ურთიერთსასარგებლო კავშირებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!