“ევროპის უნივერსიტეტში” დოქტორ ბაბურ მეჰმედ აკარსუს საჯარო ლექცია გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში” სინოპის უნივერსიტეტის (თურქეთი) ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, დოქტორ ბაბურ მეჰმედ აკარსუს საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექცია ტურიზმისა და არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა და ეხებოდა თემას: THE SITUATION AND RELATIONS OF THE GEOGRAPHIES OF TODAY'S TÜRKİYE AND GEORGIA IN ANCIENT PERIOD.
შეხვედრაზე განიხილეს თურქეთისა და საქართველოს კავშირები პრეისტორიული პერიოდიდან დღემდე, მტკვარ-არაქსის კულტურა, პონტოს სამეფო, ელინისტური პერიოდი და კოლხეთიდან წარმოშობილი ამფორები, რომელიც დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნით.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.