"ევროპის უნივერსიტეტის" არქეოლოგიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებისთვის, შავ ზღვაში პირველი სასწავლო-კვლევითი სამუშაოები ჩატარდა
"ევროპის უნივერსიტეტის" არქეოლოგიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებისთვის, შავ ზღვაში პირველი სასწავლო-კვლევითი სამუშაოები ჩატარდა.
შავი ზღვის წყალქვეშა კვლევითი სამუშაოები ინოვაციურია, რომელიც პირველად "ევროპის უნივერსიტეტის" აკად. ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, 24-28 სექტემბერს, არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ წყალქვეშა არქეოლოგიასთან დაკავშირებულ საეტაპო სამუშაოებს.
პროექტის დასასრულს ჯგუფის წევრები გონიოს ციხესიმაგრეს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, აჭარის ხელოვნების მუზეუმსა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ესტუმრნენ.
პროექტს "ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ნონეშვილი, აფილირებული ასისტენტ პროფესორი ნიკოლოზ ცქვიტინიძე და აფილირებული ასოცირებული პროფესორი მადონა მშვილდაძე უძღვებოდნენ.