"ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე "იურისტის ეთიკური ვალდებულებები" გაიმართება
28 ნოემბერს, 12:00 საათზე, "ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე "იურისტის ეთიკური ვალდებულებები" გაიმართება.
ლექციას "ევროპის უნივერისტეტის“ აფილირებული ასოცირებული პროფესორი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი გაუძღვება. მისი მრავალწლიანი გამოცდილება სამართალმოქმედებაში და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსი უზრუნველყოფს მას ამ საკითხთან დაკავშირებულ ღრმა ცოდნას და ნოვატორულ შეხედულებებს.
სტუდენტებს და სპეციალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მნიშვნელოვან დისკუსიას, რომელიც ეხება იურისტის პროფესიულ ეთიკას, მის როლსა და პასუხისმგებლობას თანამედროვე სამართლის სისტემაში.
ლექცია იქნება საინტერესო და სასარგებლო არა მხოლოდ იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია სამართლის ეთიკის საკითხებით, სამართლებრივი რეფორმებითა და სახელმწიფო ინსტიტუციების საქმიანობით.
დასწრება თავისუფალია.
ადგილმდებარეობა: "ევროპის უნივერსიტეტის" A კორპუსი, გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505