ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა

2018 წლის 27 ივლისს, ჰილსაიდში, ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტის დეკანებმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. საღამოს დაესწრნენ ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლები, პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულთა ოჯახების წევრები.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები ეზოში გააცილეს, სადაც ქუდების აგდების ცერემონია გაიმართა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი Niuton

გააზიარე გვერდი: