ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა ბადრი გოგუაძის წიგნის "ჯავშანი პირველი რესპუბლიკისა" პრეზენტაცია

2018 წლის 26 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა ბადრი გოგუაძის წიგნის "ჯავშანი პირველი რესპუბლიკისა" პრეზენტაცია. წიგნი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, პოეტი - თემურ ჩალაბაშვილი, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - სერგო ვარდოსანიძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და  გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი - პაატა ნაცვლიშვილი, საქართველოს ელჩი უნგრეთის რესპუბლიკაში - ზაალ გოგსაძე, პროფესორი - ოთარ ჯანელიძე, პოეტი - ერეკლე საღლიანი, ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, პროფესორი - ალექსანდრე ნონეშვილი (გამომცემელი).

გააზიარე გვერდი: