ჟურნალ "გლობალიზაცია და ბიზნესის" წარმატება

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მიერ ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან ერთად გამოცემულ ჟურნალს - გლობალიზაცია და ბიზნესი (Globalization and Business) - უკვე მინიჭებული აქვს იმპაქტ ფაქტორი ორი ცნობილი საერთაშორისო ბაზის მიერ:


1. Index Copernicus International (ICI) 64.72

2. International Scientific Indexing (ISI) 0.723

შეგახსენებთ, რომ ჟურნალი განთავსებულია ისეთ პოპულარულ საერთაშორის ბაზაში, როგორიცაა ERIH PLUS (https://goo.gl/TdpQfK). აღსანიშნავია, რომ საქართველოში გამოცემული სულ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალია მოხვედრილი აღნიშნულ ბაზაში, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის ჟურნალია. ვულოცავთ ევროპის უნივერსიტეტს, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას და მთავარ რედაქტორს აღნიშნულ წარმატებებს და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.

გააზიარე გვერდი: