კვლევა

ევროპის უნივერსიტეტის უპირველესი სტრატეგიული პრიორიტეტია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება და ადგილობრივ/საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის დანერგვა და გაზიარება

ევროპის უნივერსიტეტის აღნიშნული სტრატეგია გულისხმობს შედეგზე ორიენტირებული, როგორც შიდა, ასევე ერთობლივი და ინტერდისციპლინური კვლევების/შემოქმედებითი საქმიანობის ინიცირებას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, კვლევით/შემოქმედებით ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან და დონორ დაწესებულებთან ერთად; ახალგაზრდა, პროგრესული მეცნიერების დაინტერესებას, კვლევით საქმიანობაში სტუდენტების ჩართვის სტიმულირებას, ქართულ ენაზე მოთხოვნადი სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურის როგორც შექმნას, ასევე მთარგმნელობითი საქმიანობის განვითარებას; კვლევების დაფინანსების საჯარო, გამჭვირვალე და სამართლიანი შიდა პროცედურების დანერგვას და მოზიდული მკვლევრების მაქსიმალურ ხელშეწყობას საჭირო დაფინანსების მოპოვებასა და სამეცნიერო საქმიანობის შესაბამისი სტანდარტების დაცვით წარმართვაში; კვლევების შედეგების კომერციალიზაციის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას, რომ შედეგად უნივერსიტეტმა შეძლოს საკუთარი წვლილის შეტანა სამართლის, ფსიქოლოგიის, ბიზნესისა და ეკონომიკის, მედიცინის მიმარულებებით ახალი ცოდნის, ხედვების, მიდგომებისა და პერსპექტივების ჩამოყალიბებაში.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტში შექმნილია სხვადასხვა ინსტიტუციური და ფინანსური  ინსტრუმენტები, რომელთა ერთობლიობა ქმნის მოქნილ და კომფორტულ გარემოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით.

კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები:

სამეცნიერო ჟურნალები:

კვლევების დაფინანსება:

ევროპის უნივერსიტეტი ყოველწლიურად აცხადებს შიდა გრანტებს კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად. მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნის, სამეცნიერო საქმიანობაში ჩართული პირების ნდობის ჩამოყალიბების, გამჭვირვალე და მოუკერძოებელი პროცედურიების შექმნისა და მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპების დანერგვის მიზნით, უნივერსიტეტში შექმნილია კვლევების დაფინანსების წესი“.  

აფილირება ევროპის უნივერსიტეტთან:

აფილირება გულისხმობს, უნივერსიტეტსა და აკადემიური თანამდებობის მქონე პირს შორის წერილობით შეთანხმებას, რომლითაც თითოეული აკადემიური თანამდებობის მქონე პირი განსაზღვრავს თავის აფილირებას მხოლოდ ევროპის უნივერსიტეტთან, მისი სახელით მონაწილეობს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში.

ევროპის უნივერსიტეტის აფილირების წესისთანახმად, აფილირებული პერსონალის სამეცნიერო კვლევები, ასევე წიგნის გამოცემა, საერთაშორისო ჟურნალებში სტატიის პუბლიკაცია, კონფერენციაში მონაწილეობა და სხვა სამეცნიერო აქტივობები ფინანსდება ევროპის უნივერსიტეტის მიერ.

ყოველწლიურად, ევროპის უნივერსიტეტში თითოეული აფილირებული პროფესორისთვის გამოყოფილია თანხა 3000 ლარის ოდენობით სამეცნიერო კვლევებისთვის და სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობსთვის (როგორც აფილირებული პროფესორის ჰონორარის, ასევე სამეცნიერო-კვლევით აქტივობათან დაკავშირებული სახარჯი მასალების თუ სხვა ხარჯებისათვის). 

აფილირებული პირი უფლებამოსილია მიმართოს უნივერსიტეტს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდასთან დაკავშირებით.

აფილირებული აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო კვლევებში უცხოელი მკვლევრის ან/და სტუდენტის ჩართვის უზრუნველყოფა წარმოადგენს აფილირებული აკადემიური პერსონალის წახალისების ერთ-ერთ საფუძველს, რაც შეიძლება გამოიხატოს აფილირებული პროფესორისთვის სამეცნიერო აქტივობისთვის თანხის გაზრდით, ფულადი პრემიით ან ფასიანი საჩუქრით.

მიმდინარე და განხორციელებული კვლევითი პროექტები:

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!