სამართლის ინსტიტუტი

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან 2015 წელს ჩამოყალიბდა სამართლის ინსტიტუტი, რომელიც გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს სამართალი და მსოფლიო

იოსებ კელენჯერიძე - სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი

ანა ილურიძე - თანაშემწე


ინსტიტუტის მიზნები

  • საერთაშორისო თავისუფალ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და მისი აქტიური წევრობა.
  • სამართლის სფეროში ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.
  • ტრენინგების, კონფერენციების, ლექცია-სემინარების, სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება.
  • სხვადასხვა დონის მსურველთათვის სამართლის სხვადასხვა დარგში კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
  • საერთაშორისო და რეგიონალური მაშტაბით კონკურსებისა და ოლიმპიადების ჩატარება.
  • შესაბამის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა.
  • სამართლის დარგში მიმდინარე მეცნიერული და ანალიტიკური კვლევა და მოპოვებული მასალის გამოქვეყნება.
  • პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ჟურნალები).
  • სამართლის დარგის განვითარების ხელშეწყობა.

 

ინსტიტუტის საქმიანობის ფორმები
  • ატარებს სემინარებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, სასწავლო კურსებს, პრეზენტაციებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის აქტივობას.
  • თანამშრომლობს სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან.
  • მონაწილეობას იღებს პროექტებსა და კონკურსებში, გამოდის პროექტებისა და კონკურსების ინიციატორად.
  • ახორციელებს იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას.
  • გამოდის სასამართლოში ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დასაცავად.
  • ახდენს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობას სასამართლო პროცესებში.
  • თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან.
  • ახორციელებს უცხოეთიდან პროფესორ-მასწავლებელთა ჩამოყვანას და ორგანიზებას უწევს ევროპის უნივერსიტეტში მათ მიერ ლექციების წაკითხვას.
  • გამოსცემს სამართლის დარგში სამეცნიერო ჟურნალს, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.
  • თარგმნის უცხოურ სახელმძღვანელოებსა ქართულ ენაზე და გამოსცემს მათ.
  • ეწევა სხვა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
გააზიარე გვერდი:

Hello World!