მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2020 წელს ''ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის'' ბაზაზე, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ბ-ნი ზაზა ავალიანი.

ინსტიტუტის მიზანი:

მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მიზანია საფაკულტეტო დონეზე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კვლევითი საქმიანობის განხორციელება.

მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციებია:

ა) მედიცინის პრობლემების კვლევის მიზნით, თანამედროვე ცოდნაზე და ხარისხზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზება; 

ბ) სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მოძიება შესაბამისი მიმართულებით; 

გ) ადგილობრივ, საერთაშორისო, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევე კვლევით ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობა; 

დ) კვლევების შედეგების პოპულარიზაცია; 

ე) საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების ორგანიზების მხარდაჭერა; 

ვ) სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა; 

ზ) ინსტიტუტის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის პერიოდული შეფასება, საზოგადოებაში მოთხოვნადი კვლევითი მიმართულებების გამოვლენა და უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიის გათვალისწინებით, კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრა; 

თ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ინსტიტუტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ ანგარიშების პერიოდული წარდგენა; 

ი) დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 


გააზიარე გვერდი:

Hello World!