სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი

გვანცა ჯიჩოშვილი - სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობი ცენტრის ხელმძღვანელი


ევროპის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი, რომლის საქმიანობის მიზანია უნივერსიტეტში დასაქმებული პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის მნიშვნელოვან ფუნქციათა შორისაა:

  • უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და წახალისება;
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით პროცესებში ჩართულობის, მათი სამეცნიერო-კვლევითი-შემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა; სტუდენტების და პერსონალის ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;
  • საგრანტო პროექტების მოძიება და საგრანტო პროექტებში პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა; პერსონალისა და სტუდენტებისათვის ინდივიდუალური და ინსტიტუციური საგრანტო პროექტების წარდგენისას კონსულტაციის გაწევა;
  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრებისა და თემატური ტრენინგების ორგანიზება და განხორციელება;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის/ეფექტურობის შეფასების სისტემის შემუშავება  და შეფასების განხორციელება, გასაუმჯობესებელი სივრცეების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტებისთვის ანგარიშებისა და წინადადებების წარდგენა. 

გააზიარე გვერდი:

Hello World!