სტრატეგიული დოკუმენტები

ევროპის უნივერსიტეტის 2019-2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობდა 2018 წლის განმავლობაში. პროცესი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარებისა და სამწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებას.

სამუშაოები სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შესაბამისად წარიმართა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლების თანამონაწილეობით. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილ იქნა ძირითადი პრინციპების დაცვა: გუნდური მუშაობა, თანამონაწილეობა, გამჭვირვალობა, სამართლიანობა, მიზანშეწონილობა, სოციალური პასუხისმგებლობა.

სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების საბოლოო პროექტები დამტკიცდა მმართველი საბჭოს მიერ.


გააზიარე გვერდი:

Hello World!