ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების ებრაული ტური  

2019 წლის 27 მაისს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და "ისრაელის სახლის" თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოინახულეს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი და ძველ თბილისში მდებარე სამი სინაგოგა.

ტურს უძღვებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი, ასოცირებული პროფესორი ლელა წიწუაშვილი. სტუდენტებმა მრავალფეროვანი ინფორმაცია მიიღეს იუდაიზმის ისტორიის, კულტურისა და ქართულ-ებრაული ურთიერთობების შესახებ. გაეცნენ მუზეუმში დაცულ საინტერესო კოლექციას ქართველ ებრაელთა რელიგიური ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ.

ტურის დასასრულს, სტუდენტები ესტუმრნენ სამ სინაგოგას.  აღინიშნა, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ისტორიულად არსებობს ისეთი კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება, რაც საკმაოდ იშვიათია.
 

გააზიარე გვერდი:

Hello World!