პლაგიატის წინააღმდეგ ბრძოლა ევროპის უნივერსიტეტში

2019 წლის 23 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით, ევროპის უნივერსიტეტში პლაგიატის შესახებ ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად, პლაგიატთან ბრძოლის კვირეული გაიმართა.

გამოცხადდა კონკურსი, სახელწოდებით ,,პლაგიატი - ინტელექტუალური ქურდობა“. კამპანიის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის ცენტრის უფროსი, ლოლიტა შენგელია და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კურატაშვილი, როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს შეხვდნენ.

სტუდენტებს დაურიგდათ ბროშურები, რომლებზეც მოცემული იყო ინფორმაცია კონკურსისა და ზოგადად პლაგიატის შესახებ. 
სტუდენტებს განემარტათ რა არის პლაგიატი, რა შესაძლებლობებს იძლევა  TURNITIN-ის ელექტრონული პროგრამა, რა მიზნით შეიძინა ევროპის უნივერსიტეტმა TURNITIN-ის გამოყენების ნებართვა და როგორ შეეძლებათ სტუდენტებს მისი გამოყენება. 

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს. კონკურსის შედეგად, მიღებული ნამუშევრების გამოფენა მოხდა უნივერსიტეტის მისაღებ დარბაზებში. გამოცხადებული კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა დროებითმა კომისიამ გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრის ავტორი.

კონკურსში მონაწილე თითოეული სტუდენტი დასაჩუქრდა, ხოლო საუკეთესო ნამუშევრის ავტორს - პარულ გოიალს, ფულადი ჯილდო გადაეცა.
 

გააზიარე გვერდი: