შემაჯამებელი შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინების ანგარიშის განხილვისა და გაანალიზების მიზნით

2019 წლის 4 ივნისს, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა 2018 წლის 21-22 ივნისს ევროპის უნიევრსიტეტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინების ანგარიშის განხილვისა და გაანალიზების მიზნით.  

ანგარიში აღწერს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და რჩევებს და უნივერსიტეტის მიერ მათი გათვალისწინების პროცესს, რეკომენდაციებისა და რჩევების საპასუხოდ განხორციელებულ ღონისძიებებს, ქმედებებს, განახლებულ/შექმნილ დოკუმენტაციას და დოკუმენტაციის შესაბამისად ევროპის უნივერსიტეტში დანერგილ პროცედურებს.

ანგარიში ასევე აღწერს თუ რამდენად პასუხობს განახლებული/შექმნილი დოკუმენტაცია და შესაბამისად დანერგილი პროცედურები თუ განხორციელებული ღონისძიებები მიღებულ რეკომენდაციებსა და რჩევებს.

შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაანალიზდა განხორციელებული ღონისძიებები და დაიგეგმა აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მიზნით კონკრეტული ნაბიჯები. 
 

გააზიარე გვერდი: