ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები აბიტურიენტების უფლებების დასაცავად

ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დაასრულეს. 

სტუდენტები საკონსტიტუციო სარჩელით იცავენ აბიტურიენტების ინტერესებს, რომელიც ზღუდავს ერთიანი ეროვნული გამოცდის აღდგენის შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ გამოცდის საპატიოდ გაცდენის შემთხვევაში.

აღნიშნულ სარჩელზე მუშაობა უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს.

 შეგახსენებთ, რომ სამართლებრივი დახმარების ცენტრი ერთი წელია რაც ფუნქციონირებს. ცენტრში დასაქმებულები არიან უნივერსიტეტის სტუდნეტები, რომლებიც პრაქტიკოსი იურისტების დახმარებით უწევეენ დაინტერესებულ პირებს იურიდიულ კონსუტლაციას, ადგენენ სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტებსა და სარჩელებს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!