ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობაზე კონკურსი გამოცხადდა

მხოლოდ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გარე მობილობაზე 2020-2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის და გთავაზობთ 8 ევროპულ მიმართულებას:

  1. University of Applied Sciences, Burgenland (ავსტრია)
  2. University of Malaga (ესპანეთი)
  3. University of Finance and Administration (ჩეხეთის რესპუბლიკა)
  4. Vistula University (პოლონეთი)
  5. WSB University of Dabrowa Gornicza (პოლონეთი)
  6. Klaipeda University (ლიეტუვა)
  7. Varna University of Management (ბულგარეთი)
  8. West University of Timisoara (რუმინეთი)

თითოეულ სასწავლო პროგრამაზე გამოვლინდება თითო გამარჯვებული, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტი სრულად დაუფარავს საერთაშორისო მობილობასთან დაკავშირებულ შემდეგ ხარჯებს:

-  სწავლის გადასახადი

-  ავიაბილეთის საფასური

 საცხოვრებელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად.

1.  დისტანციური გამოცდა ინგლისურ ენაში (26 ივლისი, 13:00) 

სტუდენტს მოეთხოვება ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დადასტურება ევროპული ჩარჩოს, CEFR-ის (Common European Framework of Reference for Languages) შესაბამისად, ოთხ ენობრივ კომპეტენციაში (მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი), რაც გამოცდით განსაზღვრული მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 60-ის დაგროვებას გულისხმობს (თითოეულ კომპეტენციაში მინიმალური 15-ქულიანი ზღვარის გადალახვის გზით) და კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინაპირობას წარმოადგენს.

-       მოსმენა (მინ. 15/25 ქულა) – 20 წუთი

-       წერა (მინ. 15/25) – 30 წუთი

-       კითხვა (მინ. 15/25 ქულა) – 40 წუთი

შესვენება: 30 წუთი

-       საუბარი (მინ. 15/25 ქულა) – 5-10 წუთი თითოეულ კონკურსანტთან

ჯამური ქულა: მინ.60/100

წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილს, Moodle-ის პლატფორმის გამოყენებით, ელექტრონულად წარმართავს ტესტის ავტორი, ინგლისური ფილოლოგიის  საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ლაშა ჩახვაძე, საგამოცდო ცენტრის ტექნიკური დახმარებით, შემდგომ გამოცხადდება 30 წუთიანი შესვენება.

შესვენების შემდეგ გამოცდა გაგრძელდება Zoom-ში, სადაც კონკურსანტები სათითაოდ ჩაერთვებიან წინასწარ შედგენილი სიისა და შესაბამისი საათების მიხედვით. მათ მიერ სასაუბრო ინგლისურის ცოდნას შეაფასებენ შემდეგი პირები:

-    ევროპის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ლაშა ჩახვაძე

-    ევროპის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი, პროფესორი მარიამ კილანავა

-   ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასისტენ პროფესორი თათია დოლიძე

Nota Bene:

თუ სტუდენტი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს 26 ივლისამდე ელექტრონულად (international.office@eu.edu.ge) წარუდგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ  საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიკატს, მაშინ მას არ უწევს ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მისი სასერტიფიკატო ქულას, რომელიც CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს:

 

·       IELTS - მინ. 5

·       TOEFL iBT - მინ. 87

·       Cambridge English First - FCE დონე

·       BEC - Vantage დონე

·       TOEIC Listening & Reading - მინ. 785

·       TOEIC Speaking & Writing - მინ.310

·       PTE General Level 3 - მინ. 59

·       Michigan - ECCE დონე

·       GESE - მინ.7

·       ISE - II დონე

* სტუდენტები, რომლებიც გადალახავენ ტესტით დადგენილ მინიმალურ 60 ქულიან ზღვარს ან წარმოადგენენ B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, ავტომატურად გადადიან კონკურსის მომდევნო ეტაპზე.

2.    დისტანციური გასაუბრება ინგლისურ ენაზე (28 ივლისი, 13:00)

გასაუბრება წარიმართება Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით და მას წარუძღვება წინასწარი წესით რექტორის მიერ დამტკიცებული კომისია.

გასაუბრებაზე სტუდენტის შეფასების ელემენტები:

  • მოტივაცია (მაქსიმუმ 5 ქულა) 
  • დარგობრივი ცოდნა (მაქსიმუმ 5 ქულა)
  • წინასწარ გაწერილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსანტს გასაუბრებაზე შეუძლია, დააგროვოს მაქსიმუმ 10 ქულა. კომისიის წევრების მიერ დაწერილი შეფასებები ჯამდება და იყოფა 3-ზე.  პროგრამების მიხედვით, ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სტუდენტები ცხადდებიან გამარჯვებულად.
  • გამარჯვებულის გამოცხადდება ხდება გასაუბრების დღესვე, 28 ივლისს.
  • 29 ივლისიდან საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იწყებს საერთაშორისო მობილობისთვის საჭირო შიდა თუ გარე დოკუმენტების მომზადების პროცესს, რაც თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ დადგენილ შესაბამის ვადებში უნდა დასრულდეს.
  • საერთაშორისო მობილობის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა 24 ივლისამდე უნდა შეავსონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ მომზადებული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა (ქართულ ენაზე): https://forms.gle/dV2kAczNj5F9D8e46

 დამატებით კითხვებისთვისაპლიკანტებმა უნდა, მიმართონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ნომერზე +995 32 2 000 171 (123) ან ელ.ფოსტის მეშვეობითinternational.office@eu.edu.ge

 

 

გააზიარე გვერდი: