ქუთაისის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტის მმართველობაში გადავიდა

ქუთაისის უნივერსიტეტი ვროპის უნივერსიტეტიმმართველობაში გადავიდა.

ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პირველი მასშტაბური შეხვედრა რეგიონში წამყვან კომპანიებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართა.

ეხვედრა პანელური დისკუსიისა და ბიზნეს ვახშმის ფორმატში წარიმართა. მისი მიზანი უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. საღამოს, ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, თამარ კერძაია წარუძღვა, რომელმაც სტუმრებს ქუთაისის უნივერსიტეტის ახალი ხედვები გააცნო და აქცენტი ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გააკეთამისი თქმით,  Unik-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სფეროს წარმომადგენლეთა მოსაზრება, რა არის მოთხოვნადი დღეს დასაქმების ბაზარზე და როგორი ცოდნისა თუ უნარების მქონე კადრების საჭიროებაა რეგიონის მასშტაბით:

პანელური დისკუსიის მიზანი  ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისაგან იმ გამოწვევების მოსმენაა, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზეა რეგიონის მასშტაბით. გვსურს გავიგოთ, თუ როგორი ცოდნისა და უნარების მქონე კურსდამთავრებულს ისურვებდნენ თავიანთ კომპანიებში“, - ამბობს თამარ კერძაია.

პანელური დისკუსია იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გახსნაგუბერნატორმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქუთაისისის უნივერსიტეტს და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა  და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გივე სულისკვეთება გაიზიარეს ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა.

 

საღამოს მიწურულს, ბიზნეს ვახშმის პარალელურად, უნივერსიტეტმა ახალ პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმები გააფორმა.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!