ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ორგანიზაციის მართვის პროცესების შეფასება და ადმინისტრაციული პერსონალის ზოგადი კმაყოფილების კვლევა

ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ფარგლებში ორგანიზაციის მართვის პროცესების შეფასება და ადმინისტრაციული პერსონალის ზოგადი კმაყოფილების კვლევა ჩატარდა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა შიდასაუნივერსიტეტო გარემოს გამოწვევების იდენტიფიცირება და გამოვლენილ ასპექტებზე შესაბამისი რეაგირება.

გამოკითხვა ემსახურებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისგან უკუკავშირის მიღებას, ისეთ  საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: მართვის ეფექტიანობა, სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაციის ეფექტიანობა, ანაზღაურება, პერსონალის განვითარებაზე ზრუნვა, ინფრასტრუქტურა.

გამოკითხვის შედეგად  დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დადებითი შეფასებები და გამოვლინდა საყურადღებო საკითხები.  კვლევის შედეგებს გაეცნო უნივერსიტეტის რექტორი, ვიცე-რექტორები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. კვლევის შედეგად გამოვლენილ საყურადღებო საკითხებზე რეაგირების მიზნით დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები.

გააზიარე გვერდი: