ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიით დაჯილდოვდა

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი, მარი მირველაშვილი, ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიით დაჯილდოვდა, რაც გულისხმობს უფასო სწავლას, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.   

აღსანიშნავია, რომ მარი მირველაშვილი 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს, მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) გაატარებს და შესაძლებლობა ექნება, ისწავლოს სტომატოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, უნივერსიტეტის კლინიკურ ბაზაზე, მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!