ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით მე-7 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11 ივნისს რიგით მე-7 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - "ბიზნესმენეჯმენტის და ტექნოლოგიური განვითარების გამოწვევები: პოსტპანდემიური პერიოდის თავისებურებები“, ჩატარდება, რომელშიც ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

ნაშრომებს სპეციალურად მოწვეული კომისია შეაფასებს. საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება "გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლმების კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ნაშრომების კრებულში“, ავტორებს კი გადაეცემათ ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.

კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

ნაშრომები შემოწმდება პლაგიატზე პროგრამა TURNITIN-ით. მონაწილემ კონფერენციაზე პრეზენტაცია უნდა წარმოადგინოს PowerPoint-ში, გამოსვლის მაქსიმალური დრო 10 წუთია.

ნაშრომის აკადემიური სტანდარტებისა და დეტალური ინფორმაცისთვის იხილეთ კონფერენციის გზამკვლევი, თანდართული ფაილის სახით.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე:
•    studentconference@eu.edu.ge;
•    btfm@eu.edu.ge

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: