ევროპის უნივერისტეტის სტუდენტებისთვის დამოუკიდებელ ინსპექტორთან შეხვედრა გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს, კამპანიის, „გაიგე მეტი დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“, ფარგლებში, დამოუკიდებელი ინსპექტორი შეხვდა.

პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა დისტანციურად გაიმართა. ლექციის მსვლელობისას დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ისაუბრა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესზე და სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია არსებული პრაქტიკის შესახებ.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური შეხვედრებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ადვოკატებთან და პროფესიულ წრეების წარმომადგენლებთან ახორციელებს.

გააზიარე გვერდი: