ევროპის უნივერსიტეტისა და ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ონლაინ დისკუსიების კვირეულის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტისა და ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის (უკრაინა) თანაორგანიზებით, ვებინარის ფორმატში აკადემიური დისკუსიების კვირეული, - ,,ქართული და უკრაინული პერსპექტივები’’ დაასრულდა.

დასკვნითი შეხვედრა, თემაზე ,,საზოგადოების პოლიტიკური სისტემა. თანამედროვე საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური სისტემის თავისებურებანი’’, რომელსაც პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მიხეილ შავთვალაძე და ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ოლგა ზასლავსკა უძღვებოდნენ.

მომხსენებლებმა საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ სისტემებზე, ინსტიტუციების მნიშვნელობასა და მთავრობათა სტრუქტურის მახასიათებლებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზაობა სამომავლო თანამშრომლობაზე.

გააზიარე გვერდი:

Hello World!