დამატებითი კონკურსი სტუდენტებისთვის ერაზმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისათვის დამატებითი კონკურსი გამოცხადდა - 9 კვოტა 5 ევროპული უნივერსიტეტის მიმართულებით.

მობილობის პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს მგზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური მასპინძელ უნივერსიტეტში სრულად დაუფინანსდებათ. ამასთან, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.

Nota Bene: გასათვალისწინებელია, რომ მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს "ევროპის უნივერსიტეტში" უნდა ჰქონდეთ აქტიური სტუდენტის სტატუსი. სტატუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელია სტუდენტმა "ევროპის უნივერსიტეტში" სემესტრული საფასური გადაიხადოს ერაზმუს+ სასწავლო ხელშეკრულებაში მითითებული ასაღიარებელი კრედიტების რაოდენობის მიხედვით.

ბელგიის, საბერძნეთის, სლოვენიის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის  უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს შემდეგი პირობებით უმასპინძლებენ:

(1)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული

(2)

მასპინძელი უნივერსიტეტი: კომენსკის უნვერსიტეტი, სლოვაკეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმული

(3)

მასპინძელი უნივერსიტეტი: ველიკო ტარნოვოს "წმ. კირილესა და წმ. მეთოდეს" უნივერსიტეტი, ბულგარეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით

კვოტა: 3

სარეგისტრაციო ბმული

(4)

მასპინძელი უნივერსიტეტი: PXL უნივერსიტეტი, ბელგია

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 530 ევროს ოდენობით

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმული

 (5)

მასპინძელი უნივერსიტეტი: პანთეიონის უნივერსიტეტი, საბერძნეთი

სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის  საერთშორისო ურთიერთბების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე (10 აპრილი,11:00 საათი)

Nota Bene:

(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toefl PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160.

2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე - (12 აპრილი,  15:00 საათი)

გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

გასაუბრების შეფასების ელემენტები:

·  მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;

·  მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;

·  მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 5 აპრილის 12:00 საათისა.

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელ.ფოსტაზე: international.office@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი: