EU-ს მედიცინის კვირეულის ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი ჩატარდა

2018 წლის 15-17 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვირეულის ფარგლებშიდიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი დაესწრო ტრენინგს თემაზე "სწავლებისა და შეფასების მეთოდები სამედიცინო განათლებაში". ტრენინგს სამი დღის განმავლობაში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები - დოქტორი კიტ ელიოტი (დიდი ბრიტანეთი) და დოქტორი აიან კალისკანი (თურქეთი) უძღვებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ტრენინგი და ჯგუფური მუშაობა შემდეგ საკითხებზე მიმდინარეობდა:

  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების შემუშავება და დანერგვა;
  • კითხვარების შემუშავების პრინციპები და მეთოდები;
  • სტუდენტების კლინიკური აზროვნების შეფასების მეთოდები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ესპერტებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ მონაწილეს და სერტიფიკატები გადასცეს მათ. 

გააზიარე გვერდი: