ამერიკელი ადვოკატის უფასო ტრენინგი სისხლის სამართალში

სისხლის სამართლით დაინტერესებული ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკელი ადვოკატი  უფასო ტრენინგ-კურსს ჩაატარებს.

2019 წლის 18-29 მარტის ჩათვლით ევროპის უნივერსიტეტს კალიფორნიის (აშშ) მოქმედი ადვოკატი სისხლის სამართლის სფეროში მარტინ მარტინეზი ეწვევა, რომელიც 10 დღის განმავლობაში ჩაატარებს სპეც-კურსს სისხლის სამართლის პროცესში.

კურსს სრულად აფინანსებს ევროპის უნივერსიტეტი, მასში მონაწილეობა  შეუძლიათ როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე სამართლის სფეროთი დაინტერესებულ ყველა სხვა პირს.

თუ გსურთ რომ ადამიანებმა სიღმისეულად გაიაზრონ ის, რასაც უხსნით, მაშინ უნდა ჩართოთ ისინი უშუალოდ პროცესებში. სიტყვიერად გადმოცემულ ინფორმაციას ადამიანი მალევე ივიწყებს. იმისათვის, რომ დიდხანს დაიმახსოვრონ ახსნილი მასალა, უმჯობესია ვაჩვენოთ იგი ვიზუალურად, მოვახდინოთ დემონსტრირება და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ სიტყვიერი კომუნიკაციით. რთული სამართლებრივი საკითხების ახსნა, ჩემთვისაც კი შეუძლებელი იქნებოდა, მიუხედავად ჩემი 37 წლიანი საადვოკატო პრაქტიკისა. ამიტომ სამართლებრივი პრობლემის გადაჭრაში, სტუდნეტებს უშუალოდ ვრთავ პროცესებში. აღნიშნულ მეთოდს როლური თამაშის მეთოდი ეწოდება და იგი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მეთოდია იურიდიული დისციპლინების სწავლესის კუთხით.

მარტინ  მარტინეზი

 

დღის წესრიგი

კურსის ხანგძლივობა: 2019 წლის 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 მარტი.

სამუშაო ენა: ინგლისური (სავალდებულოა B1 დონე)

მონაწილეებს, ტესტირების საფუძველზე, გადაეცემათ სერტიფიკატი

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ტელეფონი: 2 000 171 (120); მობილური: 577 04 54 54

ელ-ფოსტა: schilindrishvili@eu.edu.ge

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!