კვლევები - მედიცინის ფაკულტეტი

კვლევითი საგრანტო პროექტების კონკურსი მედიცინის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის

 

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს ერთწლიანი კვლევითი საგრანტო პროექტების კონკურსს მედიცინის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის. 

დეტალური ინფორმაცია კვლევითი პროექტების წარდგენის, შეფასების კრიტერიუმების და დაფინანსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში ''კვლევითი საგრანტო კონკურსის გამოცხადების, კვლევითი პროექტის წარდგენისა და დაფინანსების პროცედურები''. 

ძირითადი ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

  1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აფილირებულ პერსონალს;
  2. საპროექტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე მხოლოდ ელექტრონულად, მოთხოვნილი დოკუმენტების სრული პაკეტით. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება;
  3. კვლევითი პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა 2019 წელს შეადგენს 60 000 ლარს;
  4. ცალკეული კვლევითი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს. 

კვლევითი საგრანტო კონკურსის ვადები:

  1. კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია 2019 წლის 21 ივნისიდან;
  2. კვლევით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 21 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით;
  3. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 2019 წლის 15 სექტემბრისა;
  4. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფორმით მისამართზე info@eu.edu.ge 2019 წლის 21 ივნისიდან 01 აგვისტოს ჩათვლით;
  5. საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება 5 და 19 ივლისს.

დაგეგმილი კონფერენციები:

  1. ISCOMS Science and Beyond - 27th International student Congress of (Bio) Medical Sciences
  2. International Congress of Medical Sciences
  3. 45th FEBS Congress 2020
  4. 12th FENS Forum of Neuroscience 2020
  5. 23rd WONCA World Conference of Family Doctors
  6. 16th World Congress on Public Health 2020
  7. AMEE Glasgow 2020
  8. XXII World Congress on Safety and Health at Work
  9. International Conference on Medical and Health Informatics (ICMHI 2020)
  10. REWARD | EQUATOR Conference 2020
  11. 2020 World Neuroscience and Psychiatry Conference

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისთვის:

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, სარაჯიშვილის N17; დ. გურამიშვილის გამზ. N76.
ტელ: 032 2141 181; 032 2000 171.

 

 

გააზიარე გვერდი: