ხშირად დასმული კითხვები
როდის იწყება სწავლა? როდის მაქვს შუალედური/ფინალური გამოცდები? როდის ვისვენებთ?
- მიმდინარე სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი იხილეთ აქ.
ვინ შეიძლება დამეხმაროს საგნების არჩევაში?
- სწავლის პირველი სემესტრის დაწყებამდე, თითოეულ თქვენგანს გადგმოგეცემათ ელექტრონული ბაზის ინდივიდუალური მონაცემები, რომლის მეშვეობითაც ირჩევთ საგნებს. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ფაკულტეტის მენეჯერს.
გარდა ამისა, რისთვის შემიძლია გამოვიყენო სტუდენტური ბაზა?
- შეგიძლიათ ნახოთ თქვენი პირადი მონაცემები, ლექციებისა და გამოცდების ცხრილები, მიმდინარე შეფასებები, ნიშნების ფურცელი, შეტყობინებები.
რა არის კრედიტი? მაქსიმუმ რამდენი კრედიტის არჩევა შემიძლია ერთი სემესტრის განმავლობაში?
- კრედიტი არის ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტებისთვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ.
- ევროპის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, დასაშვებია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები. დაუშვებელია სტუდენტის სასწავლო წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 75 (ECTS) კრედიტს.
რა არის სილაბუსი?
- სილაბუსი არის სასწავლო კურსის პროგრამა, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.
რა მინიმუმალური ზღვარი უნდა გადავლახო ფინალურ გამოცდაზე იმისთვის, რომ საგანი ჩაბარებულად ჩამეთვალოს?
- დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმ სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების/შეფასებების მინიმალური ზღვრის გადალახვისა და დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვრის დაკმაყოფილების საფუძველზე მიღებული ქულების დაჯამებით უგროვდება არანაკლებ 51 ქულა. დასკვნითი გამოცდის დამატებით გამოცდაზე სტუდენტს გასვლის უფლება აქვს, თუ მას უგროვდება მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
რამდენქულიანია შეფასების სისტემა?
- შეფასების სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცანით აქ.
როგორ მოვიპოვო სტიპენდია?
- სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ, რისთვისაც მიმდინარე სემესტრში თქვენი თითოეული სასწავლო კურსის შეფასება უნდა შეადგენდეს (A) ფრიადი -91-100 ქულას. დამატებით გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში, თქვენ კარგავთ სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობას.
როგორ მოვხვდე გაცვლით პროგრამაში?
- ევროპის უნივერსიტეტი ახორცილებს სხვადასხვა გაცვლით პროექტსა და ენის კურსებს ევროპასა და აშშ-ში. მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აუცილებლად ადევნეთ თვალი ჩვენს facebook გვერდსა და ვებსაიტს.
როგორი გრაფიკით ვიხდი სწავლის საფასურს?
- სწავლის საფასურის გადახდის წესისა და გრაფიკის შესახებ ინფორმაციას გაეცანით აქ.
მომიწევს თუ არა რაიმე დამატებითი თანხის გადახდა გამოცდის გადაბარებისთვის?
- დამატებით გამოცდაზე სტუდენტს თანხის გადახდა არ უწევს. ამასთან, დამატებით გამოცდაზე სტუდენტს ერთხელ გასვლის უფლება აქვს.
როგორ ხდება ჩარჩენილი საგნის საფასურის გადახდა?
- იმ შემთხვევაში, თუ საგნის ჩასაბარებლად დადგენილი მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეთ, თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული საგანი ხელახლა აირჩიოთ. თუმცა, საგნის შესაბამისი კრედიტების საფასურს მაინც გადაიხდით.
რა შემთხვევაში მაქვს შუალედური ან დასკვნითი გამოცდის აღდგენის უფლება?
- საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტს. ავადმყოფობის შემთხვევაში სტუდენტმა განცხადებას თან უნდა დაურთოს შესაბამისი დოკუმენტი.
სად შემიძლია დავწერო განცხადება?
- განცხადების დაწერა შეგიძლიათ უნივერსიტეტის კანცელარიაში. თუ სწავლობთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (გურამიშვილის გამზ. 76), განცხადება ამავე კორპუსის კანცელარიაში უნდა დაწეროთ, თუ სწავლობთ უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსში, უნდა მიმართოთ ამავე კორპუსის ადმინისტრაციას.