სტუდენტური ცხოვრება

სპორტული და კულტურული ცხოვრება

ჩვენთან მოწყენის დრო არ არის! არ დამალოთ ნიჭი და ერთად დავტკბეთ წარმატებით.

  • თქვენთან ერთად ვქმნით სპორტულ და კულტურულ გუნდებს; (სპორტი, მუსიკა, ხელოვნება და სხვა)
  • უნივერსიტეტის კულტურული გუნდების მონაწილეობით ვაწყობთ Graduation, Welcome და  New Year წვეულებებს; ასევე, ექსკურსიებს, სხვადასხვა ეროვნულ და თემატურ ღონისძიებებს, საქველმოქმედო და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს;
  • ვზრუნავთ  საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური გარემოს შექმნაზე.

გაიცანით ევროპის უნივერსიტეტის სპორტული და კულტურული გუნდები:


EU ფუტსალის გუნდი

გუნდი 2016 წელს ჩამოყალიბდა და მალევე გადაინაცვლა უმაღლეს ლიგაში. EU ფუტსალის გუნდმა არაერთი დაუმარცხებელი სერია აჩვენა უნივერსიადებსა და ოლიმპიადებზე.


EU ცეკვის ანსამბლი

EU ქორეოგრაფიული ანსამბლი სტუდენტური ინიციატივით, 2015 წელს შეიქმნა.  ანსამბლს, შექმნიდან დღემდე, დადგმული აქვს 12 ცეკვა თანამედროვე ქორეოგრაფიული ელემენტებით. ანსამბლი უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერილია ფინანსურად და გამოყოფილია კონკრეტული ბიუჯეტი. ანსამბლს 5 წლის განმავლობაში ჰქონდა გასტროლი ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში, საიდანაც, უმეტეს შემთხვევაში, გამარჯვებული ბრუნდებოდა.


EU ფრენბურთის გოგონათა გუნდი

EU ფრენბურთის გოგონათა გუნდი 2018 წელს შეიქმნა. ფრენბურთის გოგონათა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, სადაც პირველი ადგილი მოიპოვა, რის შედეგადაც, უმაღლეს ლიგაში გადაინაცვლა.


EU უცხოელ გოგონათა კალათბურთის გუნდი

EU უცხოელ გოგონათა კალათბურთის გუნდი 2019 წელს შეიქმნა საერთაშორისო სტუდენტების ინიციატივით. გუნდი სრულად მხარდაჭერილია უნვერსიტეტის მხრიდან. გუნდი ამ ეტაპზე აგროვებს გამოცდილებას და ემზადება ასპარეზობებში მონაწილეობისთვის.


EU მხიარულთა და საზრიანთა გუნდი

ევროპის უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „The უვიზო“ 2018 წელს შეიქმნა. უნივერსიტეტის გუნდებს შორის ის ყველაზე მეტად მულტიკულტურულია. მის შემადგენლობაშია ორი უცხოელი სტუდენტი, რომელთა ჩართულობამ მანსანკანის საირმის  ზამთრის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი გუნდს მოპოვებული აქვს არაერთი ფესტივალის თასი და სტატუსი.

გააზიარე გვერდი: