საერთაშორისო ასოციაციები

ევროპის უნივერსიტეტი ინსტიტუციონალურად გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ასოციაციის წევრი. ესენია:

  • ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA)

ევროპის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია, რაც უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს ჩაერთოს ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ასოციაცია ბრიუსელშია დაფუძნებული. მას 48 ევროპული ქვეყნიდან 800-ზე მეტი წევრი ჰყავს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბოლონიის პროცესსა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის ფორმირებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: https://eua.eu/

  • GUNi-ს ინოვაციური ქსელი

ევროპის უნივერსიტეტი GUNi-ს ინოვაციური ქსელის მუდმივი ინსტიტუციური წევრია. GUNi- ს წევრობა ევროპის უნივერსიტეტს ცოდნის, ინფორმაციის, მასალების გაცვლისა და უმაღლესი განათლების პოლიტიკის მართვის პრაქტიკისა და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა ახალი პრაქტიკული საკითხების გაცნობისთვის ეფექტურ პლატფორმას სთავაზობს.

GUNi უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა და ამასთან, იგი ძირითადი საცნობარო-საინფორმაციო დაწესებულებაა უმაღლეს განათლებაში 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის აღსრულებასთან დაკავშირებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: https://www.guninetwork.org/

  • გლობალური ქსელი Businet

ევროპის უნივერსიტეტი Businet გლობალური ქსელის წევრია. თანამშრომლობა ითვალისწინებს ევროპის უნივერსიტეტის ჩართულობას Businet-ის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ საეთაშორისო საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებში.

გლობალური ქსელი Businet ემსახურება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პროგრამების განვითარებასა და სტუდენტების თუ პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების გაზრდის მიზანს.

Businet არის საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელი (როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები და კოლეჯები), რომლებსაც აქვთ სწავლა-სწავლების პროცესისა და ექსტრაკურიკულარული აქტივობების ინტერნაციონალიზაციის საერთო ხედვა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: https://www.businet.org.uk/

  • ევროპის სამეცნიერო ღონისძიებათა ასოციაცია (EUSEA) 

ევროპის სამეცნიერო ღონისძიებათა ასოციაცია (EUSEA) წარმოადგენს კვლევის, ინოვაციებისა და განათლების სფეროში მოღვაწე ინდივიდუალური ექსპერტებისა და ორგანიზაციების სწრაფად მზარდ ქსელს, რომლის მთავარი მიზანი ცოდნის შექმნის სასიცოცხლო ციკლში საზოგადოებრივ აქტორთა ჩართულობის ხელშეწყობაა.

ევროპის სამეცნიერო ღონისძიებათა ასოციაცია უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი ხიდია მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის. EUSEA მეცნიერებას ფართო გაგებით განმარტავს და ქმნის არაერთ პლატფორმას, რომელთა საშუალებითაც მკვლევრები, პოლიტიკის შემქმნელები და ინოვატორები ერთმანეთს ცოდნასა და საინტერესო პრაქტიკებს უზიარებენ.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ:  https://eusea.info/about/

  • ერაზმუსის კოორდინატორთა ევროპული ასოციაცია (EAEC)


ევროპის უნივერსიტეტი ერაზმუსის კოორდინატორთა ევროპული ასოციაციის (EAEC) წევრია. EAEC 2004 წელს დაფუძნდა და დღევანდელი მონაცემებით 140-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

ერაზმუსის კოორდინატორთა ევროპული ასოციაციის კონკრეტულ მიზნებს შორისაა სტუდენტების, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობა ევროკავშირში და მის მიღმა, ბოლონიის პროცესთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის ცირკულირება აკადემიურ წრეებში, და საპროექტო განაცხადების მომზადება-წარდგენა ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ პროგრამებში.

EAEC ქსელის წევრ ინსტიტუციებს შესაძლებლობა აქვთ მჭიდროდ ითანამშრომლონ კარიერის მართვის ევროპულ ასოციაციასთან (EACG) და ასევე, იყვნენ ევროპის საკოორდინაციო ოფისის (ECO) მასპინძლები რეგიონში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ: https://www.eaec.cy/


დამატებით, ევროპის უნივერსიტეტი ცალკეული სასწავლო მიმართულებებით არის რიგ ასოციაცებში გაწევრიანებული. ესენია:

ევროპის უნივრსიტეტი გახლავტ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 5 კონტინენტზე ჰყავს თავისი წევრები. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო სამედიცინო განათლების განვითარებას ბაკალავრიატსა და შემდგომ საფეხურზე, ასევე განგრძობითი განათლების მიმართულებით.

ევროპის უნივერსიტეტი ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის წევრია. ორგანიზაცია 1989 წელს დაარსდა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ექსპერტიზის, ქსელისა და რესურსების ევროპულ ცენტრს წარმოადგენს.

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის წევრია, რომელიც ევროპაში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს სამედიცინო სკოლების გაერთიანების კუთხით.

ევროპის უნივერსიტეტი სტომატოლოგიური განათლების ასოციაციის წევრია. იგი 1975 წელს დაარსდა, როგორც დამოუკიდებელი, ევროპული ორგანიზაცია, რომელიც სტომატოლოგიის აკადემიურ სფეროსა და სტომატოლოგიური განათლების სპეციალისტებს წარმოადგენს.

დაარსების დღიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტომატოლოგიური განათლების გაუმჯობესებაში, სტომატოლოგიური განათლების სპეციალისტების პროფესიულ წინსვლასა და სტომატოლოგიური სფეროს სპეციალისტთა განათლებისა და ტრენინგის საკითხების კვლევაში,

ევროპის უნივერსიტეტი პროგრამირების  ასოციაციის აკადემიურ წევრს წარმოადგენს, რომელიც თავს უყრის პროგრამირების ლექტორებს, მკვლევარებსა და პროფესიონალებს სფეროში დიალოგის, რესურსების გაზიარებისა და გამოწვევების კუთხით. ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციას პროგრამირების სფეროში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!