მართვა

ლაშა კანდელაკიშვილი
დამფუძნებელი

ლაშა კანდელაკიშვილმა 2007 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, 2017 კი პოლონეთის ლეგნიცის უმაღლესი მენეჯმენტის სკოლაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

2007 წლიდან თბილისის საერო უნივერსიტეტის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008 წლიდან თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი იყო. 2009 წელს ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, 2012 წლის 31 დეკემბრიდან  დღემდე კი ევროპის უნივერსიტეტის რექტორია.

ლაშა კანდელაკიშვილი პედაგოგიურ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდა, ამასთან, მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არის 5 სახელმძღვანელოს, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი.

კონტაქტი: rector@eu.edu.ge


თამარ კერძაია
რექტორი

თამარ კერძაიამ 2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და აქვე მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მოგვიანებით, დოქტორანტურა New Vision უნივერსიტეტში გააგრძელა. შემდგომში, კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიაში, მიუნსტერის სახელმწიფო უნივერსიტეტში (University of Münster). 

თამარს ჩაბარებული აქვს ადვოკატისა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები.

თამარი ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას იკავებს. პარალელურად, იგი ტრენერია სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის, ტრენინგებს ატარებს ადვოკატებისათვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

(Georgian Bar Association). არის ბიზნესლიდერთა ფედერაციის ქალები მომავლისთვის  წევრი.

ამჟამად იგი, ასევე, იკავებს ექსპერტ-მრჩეველის პოზიციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

თამარს აქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება. იგი წარსულში წარმატებით უძღვებოდა იურიდიულ კომპანიას, იყო არბიტრაჟის თავჯდომარე, რამდენიმე კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი. ჯამში, მას პროფესიული საქმიანობის თოთხმეტ წლიანი, ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის შვიდ წლიანი გამოცდილება აქვს.

თამარს მოპოვებული აქვს  DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სტიპენდია კვლევითი საქმიანობისათვის.

კონტაქტი: tamar.kerdzaia@eu.edu.ge


თამარ ზარგინავა
ვიცე-რექტორი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით        

თამარ ზარგინავამ 2013 წელს წარმატებით დაამთავრა ეკონომიკისა და მენეჯმენტის აღმოსავლეთ ევროპული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

2007-2011 წლებში საერო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 2011-2012 წლებში თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2012-2014 წლებში კი - ამავე უნივერსიტეტის რექტორის აპარატის ხელმძღვანელი. 2015-2017 წლებში ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, 2017 წლიდან დღემდე არის ვიცე-რექტორი საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.

კონტაქტი: tamar.zarginava@eu.edu.ge


ნინო ტალიაშვილი
ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით        

ნინო ტალიაშვილმა 2009 წელს დაასრულა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2014 წლიდან ნინო ტალიაშვილი არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

2010 წლიდან 2015 წლამდე ნინო ტალიაშვილი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ხელმძღვანელობდა იურიდიულ სამმართველოს, ხოლო 2015-2019 წლებში იყო ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.

ნინო ტალიაშვილი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ - მინისტრის ბრძანებით დაინიშნა პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრად.

ნინო ტალიაშვილი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), როგორც სამართლის ექსპერტი. ამჟამად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), როგორც განათლების სამართლის ექსპერტი.

კონტაქტი: nino.taliashvili@eu.edu.ge

 

გააზიარე გვერდი: