სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი

ნათია ბაქრაძე - სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის უფროსი 

სოფო სხირტლაძე - სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილე

თემო გოგრიჭიანი - სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის უფროსის თანაშემწე

დავით ლოლუა - სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის მენეჯერი


სერვისები და დასაქმება

ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის მთავარი მიზანია, სტუდენტს შეუქმნას ხელსაყრელი გარემო, რათა იგი იყოს თვითრეალიზებული და წარმატებული. მომსახურების ცენტრი სტუდენტთან ერთად მუშაობს მის წარმატებაზე.

მომსახურების ცენტრის სერვისები სტუდენტებისთვის:

ვამზადებთ მომავლისთვის და ვეხმარებით წინსვლაში

  • უკეთ დასაქმების მიზნით, ხელს ვუწყობთ კარიერული კომპეტენციების განვითარებაში;
  • წამყვან პარტნიორ კომპანიებთან და სტუდენტებისთვის სასურველ ცნობილ ადამიანებთან ერთად ვაწყობთ საინტერესო შეხვედრებს, ვორქშოფებს, მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს;
  • ვეხმარებით CV-ების მომზადებაში და ვამზადებთ გასაუბრებისთვის.

მომსახურების ცენტრის სერვისები კურსდამთავრებულთათვის:

სტუდენტების  მომავალი ჩვენი მომავალია

  • შევქმენით კურსდამთავრებულთა ასოციაცია და მუდმივად ვზრუნავთ მათზე;
  • კურსდამთავრებულებთან ერთად ვაწყობთ სასარგებლო და საინტერესო აქტივობებს;
  • ერთად  ვქმნით და ვახორციელებთ ინოვაციურ იდეებს;
  • ვაცნობთ საზოგადოებას ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევებს.

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება და კარიერა

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სტუდენტი/კურსდამთავრებული იყოს წარმატებული

  • გეხმარებით თქვენთვის სასურველი სამსახურის შერჩევაში;
  • ჩვენი პარტნიორები თქვენი პოტენციური დამსაქმებლები არიან;

ევროპის უნივერსიტეტი თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. ჩვენს პარტნიორებს და, შესაბამისად თქვენს პოტენციურ დამსაქმებლებს სფეროში წარმატებული კომპანიები და ორგანიზაციები წარმოადგენენ.

  • თქვენ სასურველი და მოთხოვნადი კადრი ხდებით - ჩვენ ვიცით რა ჭირდება დამსაქმებელს;
  • მუდმივად ვაწვდით პარტნიორ ორგანიზაციებს სტუდენტებისა და კურსდამთარებულების შესახებ ინფორმაციას.

ფსიქოლოგის კონსულტაცია

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია ისარგებლოს პროფესიონალი ფსიქოლოგის კონსულტაციით. მან მხოლოდ უნდა დარეკოს ნომერზე: 577 15 08 01 და ჩაეწეროს ფსიქოლოგთან  კონსულტაციაზე. (კონსულტაცია ანონიმურია!)

კარიერული კონსულტანტი

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს ნებისმიერ დროს, ინდივიდუალურად შეუძლია ისარგებლოს კარიერული კონსულტანტის მომსახურებით კარიერული განვითარების ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: რეზიუმეს შედგენა, სამოტივაციო წერილის შედგენა, მომზადება გასაუბრებისთვის და სამუშაო გარემოსთან ადაპტირება. მომსახურების მისაღებად, სტუდენტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და მიუთითოს კონსულტაციის სასურველი დრო. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი განიხილავს მოთხოვნას და სტუდენტს ინდივიდუალურად დაუკავშირდება.

ადაპტაციის პროგრამა

თუ სტუდენტი იმყოფება ოჯახიდან შორს, თუ ჩვენი ქვეყანა ან ჩვენი ქალაქი მისთვის უცხოა,  არ ფლობს საკმარის ინფორმაციას ახალი საცხოვრებელი გარემოს შესახებ, აქვს კულტურული ადაპტაციის პრობლემა, ცენტრი მას ეხმარება ახალ გარემოსთან ინტეგრირებაში. ამისათვის, სტუდენტი უნდა დაგვიკავშირდეს შემდეგ ნომერზე: 032 000 171 (134).

გააზიარე გვერდი: