ევროპის უნივერსიტეტმა ესპანეთის მიერ ორგანიზებულ ერასმუსის პერსონალის ტრენინგ კვირეულში მიიღო მონაწილეობა

ვირტუალური მობილობის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები - თათია დოლიძე და სალომე ცქიტიშვილი პარტნიორი ინსტიტუციის, მალაგას უნივერსიტეტის (ესპანეთი) მიერ ორგანიზებულ ერასმუსის პერსონალის ტრენინგ კვირეულს დაესწრნენ.

ერასმუსის პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის პროცესის შესწავლის მიზნით, კვირეულში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კვირეულის განმავლობაში მონაწილეები დაესწრნენ მალაგას უნივერსიტეტის პერსონალის მიერ ჩატარებულ მოხსენებებსა და სემინარებს, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას როგორც ინტერნაციონალიზაციის კუთხით არსებული პროგრამების, ისე რეგიონის კულტურისა და დიალექტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება წარმოადგენდა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან ვირტუალური ინტერაქციისა და კარგი პრაქტიკის მაგალითების გაზიარების შესანიშნავ შესაძლებლობას.

კვირეულის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!